11:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 09:39:06, 1043 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2016 წლის თებერვლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელვინ ი. დააკავეს.

ელვინ ი-ს ბრალი გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე, 250-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 
ედება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ელვინ ი-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics