16:37 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 22:20:06, 584 ნახვა

სპეციალური ანონსი
16 ივნისის სპეციალური ანონსი

16 ივნისს, 09:00 საათზე თბილისში, სასტუმრო HOLIDAY INN-ში გადაუდებელ მედიცინაში ინტერნაციონალური კონგრესი დაიწყება, რომელშიც 7 ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, ლიბანი, ლიტვა, მექსიკა, პოლონეთი და თურქეთი) 28 მომხსენებელი მიიღებს მონაწილეობას. კონგრესს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.

16 ივნისს, 09:30 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფოდნში, საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართება. 
მის: შიო ჩიტაძის ქ. #3ა
საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13

16 ივნისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება ორდღიანი ობლიგაციების კონგრესი. კონგრესს დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე.

16 ივნისს, 09:30 საათზე ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობას დაათვლიერებენ.
მის: ზაჰესის დასახლება, სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი. 
საკონტაქტო პირი ირაკლი გაფრინდაშვილი - 599 56 18 47

16 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელს განიხილავს. 
სარჩელის თემა: ცესკოს 12 ივნისის განკარგულება, რომლითაც 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, კონკურსის გარეშე დაინიშნა თანამდებობებზე. 
საკონტაქტო პირები: თენგიზ ომანიძე 599 29 93 38; ნატა წერეთელი 597 35 22 88


16 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ გაიმართება კონფერენცია „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი - სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები.“ კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციების, ,,სიდას“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით იმართება და მას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

16 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში" გაიხსენება. 
მის: ფურცელაძის ქ. #1 

16 ივნისს, 11:00 საათზე, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ადრეული ქორწინების პრობლემაზე იმსჯელებენ.
მის: ილია ჭავჭავაძის #53ა
საკონტაქტო პირი სალომე ბენიძე - 577 211 300

16 ივნისს, 11:00 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას რეგიონებში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. 
მის: ახალციხე, მანველიშვილის ქ. #19

16 ივნისს, 11:00 საათზე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას რეგიონებში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. 
მის: ქუთაისი, პუშკინის ქ. #6

16 ივნისს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი პოლიტპატიმრის და დევნილ არჩილ ბენიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამ სასამართლო პროცესზე ბენიძე მერაბიშვილისა და ნათელაშვილის მოწმეების სახით დაკითხვას და მის მიმართ დარღვეული სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. აღნიშნულ სასამართლო სხდომას "მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი და პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე დაესწრებიან. 
მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6
საკონტაქტო პირები: ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642, არჩილ ბენიძე - 599 34 99 88 

16 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2016–2017 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
თბილისი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

16 ივნისს, 13.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მიღება გაიმართება. 
თემა: ეროვნული ნაკრების მიერ რუსეთის ქალაქ ყაზანში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვება.
მის: თავისუფლების 2

16 ივნისს, 14:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16 ივნისს, 14:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრა გაიმართება.
მის: შიდა ქართლი, სოფელი „ნიქოზი“

16 ივნისს, 14:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

16 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება მწერალ ლია რუსიაშვილის წიგნის "სალი კოლხელის" მესამე ტომის -"მარადიული ებრაელის" და პუბლიცისტ ზვიად ნოდიას გახმაურებული სტატიების კრებულის - "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" პრეზენტაცია. 
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, მეორე სართული

16 ივნისს, 17:00 საათზე, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის ორგანიზებით, ვიზა ლიბერალიზაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართება. 
მის.: ლუარსაბ შარაშიძის ქ. #7

16 ივნისს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე". 
მის: შ. რუსთაველის გამზ. #3
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics