|
2016-06-15 17:05:56, 779 ნახვა
პოლიტიკა
2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერამანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო–გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა, რაც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიარა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უკვე განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, უახლოეს მომავალში დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემაზე და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებს და რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ეუთო-ს როლის ზრდას და მეტ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. გიორგი კვირიკაშვილმა და ანგელა მერკელმა იმსჯელეს საქართველოსა და გერმანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მჭიდრო დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები განავითარა საქართველოსთან. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოფიციალური მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ფასდაუდებელია დახმარება, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წლებია უწევს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა სფეროს განვითარების მიზნით. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის სადამკვირვებლო მისიას. გამოითქვა იმედი, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას, რომ 2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)