|
2016-06-15 09:23:54, 860 ნახვა
ეკონომიკა
სექტემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების - „Air China“, „Hainan Airlines“, „China Southern Airlines“ და „China Eastern Airlines“ წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებს შორის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „China Southern Airlines“ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტს დაამატებს. 2016 წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარულად იფრენს. შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. ვიზიტისას ჩინურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა ჩინურ ავიაკომპანიებთან. სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაგადამზიდველებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)