16:44 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 21:55:09, 507 ნახვა

სპეციალური ანონსი
15 ივნისის სპეციალური ანონსი

15 ივნისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში, სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.

15 ივნისს, 10:00 სთ-ზე, სასტუმროში Radisson Blue Iveria, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე „სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის - რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“. დასწრება თავისუფალია. საკონტაქტო პირი: მანანა ტატიშვილი 599459101

15 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელზე, სასამართლო სხდომას განაახლებს.
მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, სხდომათა დარბაზი #35
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
 

15 ივნისს, 11.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე „საქართველოს პატიოტთა ალიანსის“ დატოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის: თავისუფლების #2

15 ივნისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ თავმჯდომარე თეიმურაზ ხაჩიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: პარტიის სტრატეგია, მიზნები, ამოცანები და საგარეო კურსი.
მის: ბუდაპეშტის #42
საკონტაქტო ტელ: 597463377

15 ივნისს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო შტაბის უფროსს წარადგენს.
მის.: სობჩაკის ქ. #3

15 ივნისს, 11:00 საათზე, ”ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რას ითვალისწინებს ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა; წამალდამოკიდებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი საქართველოში; დეკრიმინალიზაცია და მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლებთან დაკავშირებით არსებული ვითარება.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, ”UNICEF”-ის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი და დეველოპერული კომპანია M2-ს დირექტორი ირაკლი ბურდილაძე, ბრიფინგს გამართავს.
თემა: შშმ ბავშვებისათვის ალტერნატიული სერვისების შექმნა და სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის თანამშრომლობა.
მის: წერეთლის გამზ. #144
 

15 ივნისს, 13:00 საათზე, სასტუმრო ''თბილისი მერიოტის'' საკონფერენციო დარბაზში მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებას გააცნობს „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ ფორმირების კონცეფციას.

15 ივნისს, 14:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას რეგიონებში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“.
მის: ვაჟა–ფშაველას ქ. #3
ტელ.: 350 27 19 07

15 ივნისს, 16:00 საათზე, სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ აქციას გამართავს.
თემა: პროტესტი ცენტრის დახურვის წინააღმდეგ.
საკონტაქტო ტელ: 599 58 83 87

15ივნისს, 17:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: ასათიანის ქ. #9
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics