|
2016-06-14 17:58:09, 916 ნახვა
სამართალი
ირაკლი კობახიძე: სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და მხოლოდ ორი ხარვეზი დაადგინა
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაერთგზის ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ დღეს ოფიციალური გადაწყვეტილება გაავრცელა და სათაურში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის როგორც კანონიერი, ასევე, დასაბუთებული. „უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, შესაბამამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას არ ცვლის. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და მხოლოდ ორი ხარვეზი დაადგინა, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი“, - აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა. სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს 12 ათასი ევრო 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს. მათ შორის 4 000 ევრო პირადად ვანო მერაბიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ხოლო 4 000-4 000 ევრო ადვოკატების ხარჯის ანაზღაურებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)