|
2016-06-14 16:31:21, 838 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი, საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული, - კონკრეტულ საინვესტიციო სფეროებსა და პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ინფორმაციით, პრემიერმა ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, საფინანსო და ტურიზმის სექტორში. საუბარი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებსაც შეეხო. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში დეტალურად განიხილება ყველა ის შესაძლებლობა, რომლითაც ინვესტორები დაინტერესდებიან. სამუშაო ჯგუფს, საქართველოს მხრიდან, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრისას ასევე შედგა შეთანხმება, რომ შანხაიში, სადაც კომპანია CEFC-ის სათავო ოფისი მდებარეობს, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სფეროებში მოღვაწეობს. მისი წლიური ბრუნვა 35 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ჩეხეთში სლოვაკეთსა და რუმინეთში. შეხვედრას კომპანია CEFC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იე ჟიანმინგი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჟანგ ჟიანჟუნი, „ყაზმუნაიგაზ ინტერნეიშენალის" გენერალური დირექტორი ჯანატ ტუსუპბეკოვი, კომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აზამატ ჟანგულოვი და მმართველი დირექტორი ომარ მუსტაფინი დაესწრნენ. საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)