|
2016-06-14 14:46:47, 1079 ნახვა
სამართალი
კახიძე: ტიმოშენკოსა და ლუცენკოს შემდეგ მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია, რომელზეც სტრასბურგმა მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა
"ვანო მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და ლუცენკოს შემდგომ, რომლებზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა“, - ასე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის ადვოკატის და სარჩელის ავტორი ოთარ კახიძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ რომ საქართველოს სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მერაბიშვილი, თუ არ სურს რომ ქვეყანაში ოფიციალური პოლიტპატიმარი ჰყავდეს. „საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება პირველია, როდესაც ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმარი გვყავს. ესაა ევროკონვენციის ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი. სულ ამგვარი საქმე ექვსია და ვანო მერაბიშვილი მე-3 პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოსთან ერთად, რომელზეც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. პრაქტიკულად ვანო მერაბიშვილის პირველი თავისულფების შეზღუდვა სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ემსახურებოდა არა ევროკონვენციის მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მიზნებს და სასამართლო ამაში საბოლოოდ დაარწმუნა იმან, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით გამოუძიებელი დარჩა. ესაა სიგნალი ხელისულფებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველანაირი ზომა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი. მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ გასულ თვეს, როდესაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოვიდა მე-18 მუხლის დარღვევა, დილით გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას შუადღეს მოჰყვა პრეზიდენტის რეაქცია და პატიმარი ჯახაროვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იზრუნოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯზე, საქარველოს კონსტიტუციაზე, კონსტიტუციურ უფლებებზე და ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლონ. მისი პატიმრობის ყოველი საათი საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნას ნიშნავს. ეს დაადგინა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ესაა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები დაირღვა: მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. მეხუთე მუხლი ეხება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო მესამე პუნქტში წერია: ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ქვე-პუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე სასამართლომ გონივრულ ვადაში განიხილოს, ან საქმის განხილვის განმავლობაში გათავისუფლდეს. გათავისუფლება შეიძლება სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით იყოს უზრუნველყოფილი. პირველი მუხლის ქვეპუნქტი გულისხმობს: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება თავისუფლება აღეკვეთოს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 მუხლი დაირღვა, რომელიც უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”. ამასთან: სასამართლოს განჩინებით, მთავრობამ მოსარჩელე ვანო მერაბიშვილს შემდეგი ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ყველა შესაბამისი გადასახადი ემატება; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემდეგი მუხლები: მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის მესამე პუნქტი სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებებთან მიმართებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტის განხილვის აუცილებლობა (მეოთხე პუნქტში წერია: ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)