|
2016-06-14 11:58:19, 1341 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამას ცნობით, ომარ მატინი ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ არის
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, გამოძიებას არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ომარ მატინი უცხოურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყო დაკავშირებული, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ გეი-კლუბზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომელიც ქალაქ ორლანდოში მოხდა. ბარაკ ობამას თქმით, თავდამსხმელზე გავლენა ინტერნეტში გავრცელებულმა ექსტრემისტულმა ინფორმაციამ მოახდინა. “ამ ეტაპზე ჩვენ არ გავქვს მტკიცებულებები, რომ მას ექსტრემისტები მართავდნენ”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ომარ მატინმა იარაღი ლეგალური გზით შეიძინა, რის გამოც ბარაკ ობამამ აშშ-ში იარაღის გავრცელების მარეგულირებელი კანონი გააკრიტიკა. ობამას თქმით, კანონმდებლობა ამ სფეროში არასაკმარისად მკაცრია. შეგახსენებთ, რომ ორლანდოში, ღამის კლუბ “პულსზე” თავდასხმას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 53 კი დაშავდა. ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, ბარაკ ობამა 16 ივნისს გეგმავს ჩასვლას, რათა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)