16:37 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 22:56:34, 1162 ნახვა

სპეციალური ანონსი
14 ივნისის სპეციალური ანონსი

14 ივნისს, 08:30 საათზე, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი შშმ პირების პირველ ნაკადს, ზღვის კურორტ ურეკში გააცილებს. 
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მიმდებარე ტერიტორია (ველოსიპედთან).
საკონტაქტო პირი ხათუნა ავლოხაშვილი - 599 17 60 77

14 ივნისს, 09:15 საათზე, სასტუმრო ”ჰილტონ ბათუმში” საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ორდღიანი კონფერენცია გაიმართება.

14 ივნისს, 10:00 საათზე, ფოთში, პორტის მიმდებარედ, 9 აპრილის ხეივანში, საკონტეინერო ტერმინალების და ლოგისტიკური კომპანიების თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართავენ. 


14 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” წვეულებების დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ”საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო” და ”მედიის განვითარების ფონდი” სარეკლამო ბაზართან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევების პრეზენტაციას გამართავენ.
საკონტაქტო ტელ: 577 07 05 00

14 ივნისს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

14 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, წვეულებათა დარბაზში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კონფერენციას გამართავს. 
თემა: „საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები“.

14 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
მის.: ნუცუბიძის ქ.#14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565

14 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ ჰოსპიტალს გახსნის, რომელიც კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა" „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად ააშენა. 

14 ივნისს, 12:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე და მისი მოადგილე ხათუნა თოდაძე სამედიცინო ცენტრ “ურანტისათვის“ ტენდერის გამოუცხადებლობის, ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების გზებისა და თანამშრომლების დასაქმების შესახებ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. 
მის.: ქავთარაძის ქ. #21ა
საქონტაქტო პირი ანუკა წიკლაური - 599 29-60-50

14 ივნისს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
მის.: ნუცუბიძის ქ.#14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565

14 ივნისს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


14 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, USAID-ის ''მმართველობა განვითარებისთვის'' (G4G) პროექტის ფარგლებში - ''საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება პარლამენტში“ საჯარო დისკუსია გაიმართება.
თემა: ,,რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში’’. ღონისძიებას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. 
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 ივნისს, 12:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

14 ივნისს, 13:00 საათზე, ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე და მოძარაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეფერხების მიზეზები. 
მის.: აღმაშენებლის #150, მოძრაობის ცენტრალური ოფისი 

14 ივნისს, 13:00 საათზე, საია კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: „სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების საგადასახადო კონტროლი: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები“.
საკონტაქტო ტელ: 577 07 05 00

14 ივნისს, 15:00 საათზე, შვედეთის კინოცენტრის დირექტორი ანა სერნერი ეროვნულ კინოცენტრში ლექციას ჩაატარებს.
თემა: "ქალების ინტეგრაცია კინემატოგრაფში".
მის.: სანაპიროს ქ. #4 

14 ივნისს, 15:00 საათზე, სახალხო დამცველი ყოფილ უვადო მსჯავრდებულ გიორგი გელაძეს შეხვდება.
მის.: ნინო რამიშვილის ქ. #6

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics