|
2016-06-13 18:14:27, 623 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდა,რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის შესაფასებლად ჩამოვიდნენ. შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს აცნობეს, რომ 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირველბად საქართველოს საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციები ესტუმრებიან. მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობა, იმისათვის, რომ არჩევნები საერთაშორისო პრინციპების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. საუბარი დღეს არსებულ პოლიტიკურ გარემოსაც შეეხო. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტის მთავარი მიზანი, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს უმთავრესი ამოცანა, საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება უნდა იყოს. „ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, კორცხელის ინციდენტზე. საუბარი გვქონდა ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემოზე. დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა და კონსტიტუციის გარანტის როლზე წინასაარჩევნო პერიოდში. პრეზიდენტმა მათ ამომწურავი პასუხი მიაწოდა თუ რა ტიპის კამპანიას გეგმავს და რა სახით აპირებს წინასაარჩევნო პროცესებში ჩაბმას, იმისათვის, რომ ამომრჩეველი მეტად იყოს მოტივირებული არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად",- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს, რის საფუძველზეც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებას მოამზადებენ. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)