|
2016-06-13 11:52:15, 1010 ნახვა
ეკონომიკა
„ნიუ ჰოსპიტალსის“ მხარდაჭერით, საქართველოს და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის მეორე ყრილობა გაიმართა
საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და „ნიუ ჰოსპიტალსის“ მხარდაჭერით 2016 წლის 10-12 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის მეორე ერთობლივი ყრილობა. საქართველოს და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ყრილობა ქართული მხარის ინიციატივით უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში; მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე პროფესიული კონფერენციების დაგეგმვა ტრადიციულ მოვლენად ჩამოყალიბდება და ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს. ყრილობას დაესწრო 16 ქვეყნის 300-მდე მონაწილე, მათ შორის საქართველოში მომუშავე ოფთალმოლოგთა უდიდესი უმრავლესობა. ყრილობაზე მსოფლიოს მასშტაბით ოფთალმოლოგიის დარგში ბოლო წლის მიღწევები მიმოიხილეს. ყრილობის მონაწილეებისთვის 11 ივნისს პირდაპირ ეთერში მოხდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის საოპერაციოდან ონ-ლაინ რეჟიმში უახლესი მეთოდებით მიმდინარე ოპერაციების ტრანსლირება ყრილობის საკონფერენციო დარბაზში და მათი განხილვა. მოხდა უახლესი ტექნოლოგიების წარდგენა და განხილვა, რაც ძალინ მნიშვნელოვანია ინოვაციების გაცნობისა და სიახლეების გაცვლის თვალსაზრისით, ასევე პროფესიული განვითარების და უწყვეტი განათლების კუთხით.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)