|
2015-02-27 17:44:43, 503 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-რუმინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება
2015 წელს თბილისში საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და საქართველო-რუმინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, - ერთობლივი კომისიის აღდგენაზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრები გაფართოებული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ პონტას პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ბრიუსელში წარმატებული ვიზიტი მიულოცა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობა მიესალმება რუმინელ ინვესტორებს საქართველოში, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლებები და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო არსებობს. გაფართოებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის კულტურულ, სპორტულ და მედიის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ასევე, დაიგეგმა თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოსა და რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)