04:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 22:02:20, 614 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული

"მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული" - ასე მიმართავს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს "კურიერის" ეთერში.

ნათელაშვილის განცხადებით, არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და "ისე იგრიალოს, როგორც უნდა".

„ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა. მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული. პოლიტიკური გვამი ხარ თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics