09:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 17:04:14, 1275 ნახვა

მსოფლიო
დამასკოში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ტერაქტი შიიტების მავზოლეუმთან ახლოს განხორციელდა, რომელიც ექსტრემისტების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

პირველი აფეთქება ავტომობილში დამონტაჟებულმა დეტონატორმა გამოიწვია. კიდევ ორი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია.  

BBC-ის ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics