|
2016-06-11 12:47:59, 609 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში დახმარებას სთავაზობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ელგასიმ ვეინს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გაეროს სამხედრო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალი მასუდიც დაესწრო. მხარეებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ახალი ფორმატი და შესაძლებობები განიხილეს. საქართველომ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა. ქართული მხარის ინიციატივას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ მოწვეული სამშვიდობო ოპერაციების სამიტი. „ვცდილობთ დავაზუსტოთ გაეროს საჭიროებები და ზუსტად გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები. საქართველო მზად არის, დახმარება გაუწიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მზად არიან, საკუთარი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდათ, გაუზიარონ აღნიშნულ ორგანიზაციას. ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი დასავლეთ ევროპული სახელმწიფო შესთავაზებდა. სწორედ, ამ პოზიციიდან და ამ რანგში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“, - განცხადა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)