|
2016-06-11 11:01:33, 698 ნახვა
პოლიტიკა
კლაას დიკჰოფი: ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, კლაას დიკჰოფის განცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია. ამასთან, დიკჰოფი არ ადასტურებს, რომ იტალია, საფრანგეთი და გერმანია ვიზალიბერალიზაციის პროცესს აყოვნებენ. „ქვეყნებმა, რომლებიც ამ საკითხს ახლა არ ეთანხმებიან, განმარტეს საკუთარი პოზიცია, რისი გაცნობაც ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, კითხვები დავუსვით და ვთხოვეთ პოზიციის ახსნა. ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ კარგია ვიცოდეთ რაშია პრობლემა, რათა ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიმუშაოთ. საქართველოსთან მიმართებაში ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მან ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს, მაგრამ რამდენიმე მათგანი ასე არ ფიქრობს. ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ დავთვალოთ, მეტია თუ არა მომხრე. თუ საკმარისი არ არის, როგორც ახლა, მაშინ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კლაას დიკჰოფმა. მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოს წინ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გარკვეული დროით გადაიდო. ამასთან, დიკჰოფმა თავი შეიკავა იმ სავარაუდო თარიღების დასახელებაზე, თუ როდის გადაწყდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების შესახებ კონსენსუს ვერ მიაღწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)