|
2016-06-10 10:42:25, 905 ნახვა
სამართალი
შსს-ში ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, აშშ-ს ენერგეტიკის ტეპარტამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების ოფისის დირექტორ ლაურელ კოტონს და ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჟან გალს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს, ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრსა და საქართველოს შსს-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ზომების გაუმჯობესებაზე. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღინიშნეს, უკონტროლო ტერიტორიები რადიაციული კონტრაბანდის რისკებს ზრდის, რაც შსს-ს მხრიდან დამატებითი ზომების მიღებას საჭიროებს. შს მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე მიმდინარეობს რადიაციის აღმომჩენი მობილური სისტემების მონტაჟი მაღალი გამავლობის მანქანებზე, რაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საშუალებას მისცემს, ყოველდღიურ რეჟიმში, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებისას მოახდინოს რადიაციული ფონის მუდმივი მონიტორინგი. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს ახალ სასაზღვრო გამტარ პუნქტ „კარწახს“ ეწვივნენ და იქ დამონტაჟებული რადიაციული პორტატული მონიტორები დაათვალიერეს. საქართველოს შსს-ს, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ რადიაციული პორტალებით აღჭურვა და თანამშრომელთა გადამზადება. სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა და ფუნქციონირება დაიწყო ეროვნულმა საკომუნიკაციო სისტემამ (NCS); ასევე, რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენისა და რეაგირების კუთხით, სპეციალური ტრეინინგები გაიარეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. აღნიშნული ღონისძიებები გამორიცხავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით რადიაციული ნივთიერებების კონტრაბანდის რისკებს და ამცირებს კონტრაბანდისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტის მიზნით გამოყენების საფრთხეს. „აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი ქართულ მხარესთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, უკვე ათი წელია, თანამშრომლობს. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული სამმხრივი პროექტი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. გვეამაყება, რომ ვმონაწილეობდით სასაზღვრო გამშვები პუნქტი - „კარწახის“ შესაძლებლობების გაზრდაში“, - აღნიშნა ლაურელ კოტონმა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
WSJ: ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის შენელების ბრძანება გასცა
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)