|
2016-06-09 19:25:05, 598 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტს ფრანს ტიმერმანსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტთან ფრანს ტიმერმანსთან გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დასრულების შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო შეთანხმების მყისიერ ამოქმედებას ელის. აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული გადამწყვეტი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება. ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის როლსა და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობის ფაქტის გამო. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცედ ერთგული რჩება და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით აძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)