02:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 16:09:42, 467 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: პრემიები ლამის კორუფციაზე მეტ დანაშაულად აქციეს, ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა

დღევანდელი მთავრობა ხალხის სამსახურში დგას, მათ აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ და მათი აბსოლუტური უმრავლესობის ანაზღაურებები არის იმაზე დაბალი, რაც შეეძლოთ აეღოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობის დროს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილი განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არიან თანამდებობაზე ხათრით მყოფი მინისტრები, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრი ჰყავს.

„ძალიან ბევრი კარგი მინისტრი ყავს დღეს საქართველოს, ჩემიდან გადმოყოლილიც და ახლად დანიშნულიც. ახალ განათლების მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან აქებენ.  პრემიები ლამის კორუფციაზე მეტ დანაშაულად აქციეს და ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

სწორედ „ნაცინალური მოძრაობის“ დროს ყვაოდა ელიტარული კორუფცია. პრემიები გაცილებით მაღალ რანგში აწიეს. იქ იყო რაღაც გადახრები, რაც მეც არ მომეწონა, გახსოვთ ალბათ, სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო რაღაც გაუგებრობა პრემიებთან დაკავშრებით და მასზე ხელისუფლებას რეაქციაც ჰქონდა. მთავრობა არის ხალხის სამსახურში მდგარი მთავრობა. აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ,  მათი აბსოლუტური უმრავლესობის ანაზღაურებები არის იმაზე დაბალი, რაც მათ შეეძლოთ აეღოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობის დროს. დღეს მთავრობაში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics