|
2016-06-09 14:31:16, 556 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: კორცხელის ინციდენტი იძულებით ნარკოტესტირების კანონპროექტზე სერიოზული პრობლემაა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, კორცხელში მომხდარი ინციდენტი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე იძულებით ნარკოტესტირების კანონპროექტი და ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის საქმეს აკეთებს. "კორცხელის ინციდენტი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. აქ არ არის საუბარი იმ მოძალადეებზე, რომელთაც გირაო შეეფარდათ. ეს ადამიანები კორცხელში ჩამოსვლას თავად არ დაგეგმავდნენ - მათ კანდიდატის გვარიც კი არ იცოდნენ. ისინი მოამზადეს და ზუსტად უთხრეს რა უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ ამ ხალხის ციხეში ჩასმა ყველაზე ნაკლებად გვინდა, ჩვენ გვინდა ვინც მისცა მათ ეს დავალება და ვინც ამ ჯგუფს ამზადებდა, სწორედ ამ ადამიანმა აგოს პასუხი. ეს ოპოზიცია, მგონი, უნდა ხვდებოდეს, რომ ეს დამნაშავეები თუ არ დაისაჯნენ, როგორი ტიპის არჩევვნებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება. მე ვფიქრობ, აქ უფრო მეტი სოლიდარობა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მე მესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობაა“ დღეს „ქართული ოცნების“ მთავარი ოპონენტია, მაგრამ ეს შეეხება ყველას თუ ხელისუფლებამ მსგავსი არჩევნების ჩატარება განიძრახა. ეს მანქანა მათ თავზეც გადაივლის", - განაცხადა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას მიხეილ მაჭვარიანმა. შეგახსენებთ, რომ იძულებითი ნარკოტესტირების აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ წარდგენილ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას 9 ხმა დააკლდა.მომხრე იყო 41, წინააღმდეგი - 9, კანონის მისაღებად კი 50 ხმა იყო საჭირო. "ნაციონალური მოძრაობა" კი ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)