08:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 13:47:49, 1285 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა რამადანის განმავლობაში 83 ათას პალესტინელს აუკრძალეს

ისრაელის ხელისუფლებამ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა 83 ათას პალესტინელს აუკრძალეს, - ამის შესახებ BBC ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან და იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელებს ისრაელში ნათესავებთან სტუმრობა, ასევე იერუსალიმში რელიგიურ ცერემონიალებზე დასწრება და თელ-ავივის აეროპორტით სარგებლობა ეკრძალებათ.

როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზნებით შეძლებენ.

ისრაელმა აღნიშნულ ზომებს მას შემდეგ მიმართა, რაც თელ-ავივში 2 პალესტინელის მიერ ცეცხლის გახსნას 4 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics