|
2016-06-09 11:13:25, 531 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებში შეხვედრები გამართა
მეტად შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებში გამართული შეხვედრები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ხიდაშელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ნატო-ს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს ტოუნსენდმა უმასპინძლეს, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი შეხვდა. ”წვრთნები, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ვარშავის სამიტი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების გარემო - პენტაგონში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან აღნიშნული თემების განხილვა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის მიზანი ორი ქვეყნის ურთიერთობები, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა იყო”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები მეტად აქტიურად მუშაობენ, რომ ორმხრივი, წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა მუდმივად განახლებადი, საინტერესო და პრაქტიკული ხასიათის პროექტებით დატვირთული იყოს. თინა ხიდაშელის თქმით, ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და უახლოეს მომავალში უმნიშვნელოვანესი სიახლეებიც არ არის გამორიცხული. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს ვარშავის სამიტზე, საქართველოს პერსპექტივებსა და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და რჩება ერთ-ერთი გადამწყვეტი. "ბუნებრივია, როდესაც სამუშაო ვიზიტით ხართ ჩამოსული, მთავარი ამოცანაა, დეტალურად გაიარო ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობას და ურთიერთობებს ეხება. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ბევრი მიმართულება გვაქვს გასააქტიურებელი და კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, ზუსტი მოლოდინი გვქონდეს, თუ რა შეიძლება იყოს ვარშავის სამიტის შედეგი", -აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ნატო-ს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელთან შეხვედრით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)