|
2016-06-08 20:38:46, 624 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მთავარი მიზანია, კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს
წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა, იყოს ვნებათაღელვა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ვიცე-პრემიერი კახა კალაძე წარადგინა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ ძალებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ქვეყნის მომავალი განვითარება არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. „მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა, იყოს ვნებათაღელვა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს. ამ მიმართულებით ჩვენ, როგორც სახელისუფლებო ძალას, გაათმაგებული პასუხისმგებლობა გვაკისრია უპირველეს ყოვლისა ამომრჩევლის და რა თქმა უნდა ჩვენი მხარდამჭერების წინაშეც. თავის მხრივ, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც რა თქმა უნდა აკისრიათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, ვინაიდან მომავალ არჩევნებზე, მისი დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. კალაძე პრემიერმა ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)