|
2016-06-08 18:21:57, 473 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყანას, წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში. მხარეებმა მომავალი NATO-ს ვარშავის სამიტზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული საშუალება, რათა მოემზადოს საბოლოო გაწევრიანებისათვის. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ NATO შეაფასებს და აღიარებს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველო-NATO-ს ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების და დღეს სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტების გამო. "საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით. ცხადია საუბარი შეეხო ვარშავის სამიტის მზადების პროცესს და 26 მაისს NATO-ს ჯარისკაცების მონაწილეობას ჩვენს ღონისძიებაში, იმ წვრთნებს, რომელიც NATO-ს ჯარისკაცების მეშვეობით განხორციელდა საქართველოში. შეხვედრისას მომავალ თანამშრომლობაზეც იმსჯელეს, ასევე ქართველი ჯარისკაცების უფრო მეტ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე აღინიშნა, რომ NATO-ს წვრთნები საქართველოში უფრო ინტენსიურად უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)