|
2016-06-08 17:34:55, 584 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა და ტუსკიმ ე.წ. საზღვრებზე არსებული პრობლემების, არჩევნებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრეს
ჩვენ განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხები, ჩვენი ძალზედ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ძალისხმევა, რომ ჩატარდეს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია და განიხილება საკითხი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს აჩცევნები მშვიდ გარემოში. „მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჩვენ ასევე განვიხილეთ თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები მშვიდ გრემოში, თავისუფალი მედიისა და კამპანიის თავისუფლად წარმოების ხელმისაწვდომობით. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, იმ პოზიტიურ გავლენებს, რომელიც ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების იმპლემენტაციით. მე მოვახსენე პრეზიდენტ ტუსკს, რომ ჩვენ კვლავ ვართ აქტიური ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობა მალის რესპუბლიკაში გაძლიერედება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ტუსკისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობას. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს , გამყოფ ხაზზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე მივაწოდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია, გამყოფ ხაზზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის შესახებ და ამჟამად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მისიის ჩვენთან ყოფნის მნიშვნელობა და ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს კმაყოფილებას მათ მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე. რასაკვირველია, ჩვენ ასევე შევეხეთ უვიზო რეჟიმის, ვიზალიბერალიზაციის საკითხს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვუამბე იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც გავმართე სტრასბურგში და იმ მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც გვქონდა ევროპარლამენტში. ზოგადად, საქართველოს განვითარება და ინტეგრაცია ევროპულ პროცესში ჩვენი პოლიტიკური განვითარების განმსაზღვრელი ნაწილია. რასაკვირველია, ამ ჭრილში, ამ კონტექსტში მე მოვიწვიე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ეწვიოს საქართველოს და ჩვენ მოხარული ვიქნებით დონალდ თუ ეწვევით ჩვენ ქვეყანას“,-განაცხადა მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტუსკის მხარდამჭერი მოლაპარაკებებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)