|
2015-02-27 11:43:31, 340 ნახვა
საზოგადოება
ელბაქიძის აღმართზე ორმხრივი მოძრაობა სავარაუდოდ 10 დღეში აღდგება
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის აღმართი) ორმხრივი მოძრაობა სავარაუდოდ 10 დღეში აღდგება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღმართზე მიწისქვეშა კომუნიკაცია სრულად გამოიცვალა და 10 წლის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება. „სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. კედელი, რომელიც ჩამოიშალა სრულადაა აღდგენილი. ის ძალიან მყარი ბეტონის მასით შეივსო. გარდა ამისა, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომ უახლოეს, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, რაიმე სამუშაოების ჩატარება არ იქნას საჭირო. პრაქტიკულად სამუშაოების ბოლო ფაზა, ანუ გზის საფარის ქვედა ნაწილის მომზადება მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც დაიგება გზის საფარი და ძალიან მოწესრიგებული აღმართი გვექნება. თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ორმხრივი მოძრაობა სავარაუდოდ 10 დღეში აღდგება“, – აღნიშნა ნარმანიამ. შეგახსენებთ, ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)