|
2016-06-07 15:55:09, 741 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მობილური ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროცესს დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდა, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00-დან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ასევე დღეს აჭარის რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს C ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტი ჩაიტაროს. მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე იფუნქციონირებს, ხოლო მომავალში სეზონურად საკურორტო ზონებში განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)