05:10 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 13:46:43, 573 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიების დაწყებას არაბულ ქვეყნებშიც გეგმავს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მანამასა და შარჟაში რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციები გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში არაბული ტურისტული სააგენტოებისთვის გამართული პრეზენტაციებისას აქცენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე გააკეთა.

მათივე ცნობით,  პრეზენტაციებში ქართული ტურისტული სააგენტოები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მონაწილეობდა, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრები გამართეს არაბულ ტურისტულ სააგენტოებთან და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრებს ავიაკომპანია „Air Arabia“-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 2 ივლისიდან, ავიაკომპანია შარჟადან ბათუმის მიმართულებით, კვირაში ორჯერ   ჩარტერული რეისების განხორცილებას იწყებს.

„ბოლო პერიოდში გაზრდილია არაბი ტურისტების ინტერესი აჭარის მიმართ. ის ჩარტერული რეისებიც, რომელიც შარჟადან ჩვენი ქალაქის მიმართულებით განხორციელდება ნაწილობრივ ამის დასტურიცაა. შარჟას გავლით ჩვენთან ჩამოვლენ არა მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, არამედ მისი მეზობელი არაბული ქვეყნებიდანაც. ჩვენი პრეზენტაციების მიზანი იყო არაბულ ქვეყნებში მოქმედი მსხვილი ტურისტული სააგენტოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ, ამასთანავე ჩვენი ტურისტული სააგენტოებისთვის მიგვეცა საშუალება გაემართათ ორმხრივი შეხვედრები და დაეგეგმათ კონკრეტული ტურისტული პაკეტები  არაბ კოლეგებთან ერთად. სამომავლოდ, სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციის მიზნით შეიძლება დაიგეგმოს პიარ და მარკეტინგული კამპანიები არაბეთის ქვეყნებში“ განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics