22:18 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 09:37:44, 3473 ნახვა

კულტურა
ბათუმში დღეს „Maroon 5"-ის კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება.

დღეს, ბათუმის „საოცრებათა მოედანზე" მსოფლიოში ცნობილი პოპ-ჯგუფის „Maroon 5"-ის კონცერტი გაიმართება. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს; შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები - მათ შორის: "Sunday Morning",  "Moves Like Jagger", "Sugar"  და სხვა.

„Maroon 5"-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi" ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა" და „New York Brass Band"-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi" საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics