16:37 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 21:45:01, 697 ნახვა

სპეციალური ანონსი
7 ივნისის სპეციალური ანონსი

7 ივნისს, 10:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნასთან დაკავშირებული პროექტის „დაინახე მეტი, ვიდრე ჩანს“ პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი თორნიკე მაღლაკელიძე - 579-03-19-16

7 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს შეხვდება.
მის.: ჭავჭავაძის N1, უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია 115

7 ივნისს, 10:00 საათზე, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების (BSO) ფორუმით EU4Business კვირეული გაიხსნება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესის ხელშემწყობი ასოციაციები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი მარიამ ქუჩულორია - 599 22 26 26
მის.: ორთაჭალა, ხეივნის ქ. #12/13, სასტუმრო ”კონტინენტალ ქრონ პალასი“

7 ივნისს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 ივნისს, 11:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭკუასელის შეხვედრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან, საპარლამენტო მდივანთან ზაალ სარაჯიშვილთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, თამარ გამილაღდიშვილთან, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთან, მერაბ მენაბდესთან და მოწვეულ სტუმრებთან.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

7 ივნისს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებულ მობილურ ამბულატორიას დაათვალიერებენ და C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროცესს დაესწრებიან. 
მის: ბათუმი (ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო “შერატონსა” და “ინტურისტს” შორის) 
საკონტაქტო პირი ნინო ტალახაძე - 595053605

7 ივნისს 11:00 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია, რომელზეც განიხილება პროექტის ძირითადი მიღწევები და End-TB სტრატეგიის ამოცანების შესრულების პერსპექტივები საქართველოში, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი გახსნიან. 

7 ივნისს, 11:30 საათზე, აჭარაში, სოფელ ქედაში, საკრებულოს შენობის წინ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი მომსახურების მიღების ახალი საშუალების - მოძრავი სერვისცენტრის (RS CAR) პრეზენტაციას გამართავენ.

7 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” ისლანდია-საქართველოს ბიზნესსემინარი გაიმართება, რომელსაც ისლანდიის ვაჭრობის მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ისლანდიის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრებიან. 
თემა: „ისლანდიისა და საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში“.
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500 

7 ივნისს, 15:00 საათზე, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ივნისს, 15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ივნისს, 16:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან. 

7 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ნუგზარ მეძმარიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #1, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

7 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით და კომპანია ,,სვენეთის’’ ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში სოციალურ-კულტურული პროექტის ,,თბილისური წალკოტი“ პრეზენტაცია გაიმართება. მის: თავისუფლების N2 (თამარ მეფის სახელობის დარბაზი)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics