|
2016-06-06 16:52:24, 4456 ნახვა
კულტურა
სამცხე-ჯავახეთში მნიშვნელოვანი კულტურული კერების აღდგენა მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში, ხიზაბავრაში, მესხური ჯიშის ტერასული ვენახების აღდგენა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სამცხე-ჯავახეთში, ძალიან მისასალმებელი პროცესი დაიწყო - მესხური ჯიშის ტერასული ვენახების აღდგენა ხიზაბავრაში. ეს არის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი. როდესაც სახელმწიფო, თი-ბი-სი ჯგუფთან ერთად, არის ასეთი პიროვნება, გიორგი ნათენაძე, რომელიც გახლდათ ინიციატორი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, ახორციელებს მას. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა იქ მოსახლე არაერთი ადამიანის თავდადებული პატრიოტიზმი, რომლებიც წლების განმავლობაში ინახავდნენ ამ ჯიშებს ეს იყო, თუ არ ვცდები, ბატონი ალექსანდრე დევნოსაძე და კიდევ რამდენიმე არაერთი ასეთი ადამიანი და, რა თქმა უნდა, ასევე, აღსანშნავია ჯიღაურას მეურნეობა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გაწია, 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნა დახარჯული ფონდი „ქართუს“ მიერ და ეს მეურნეობა მთლიანად უსასყიდლოდ გადმოეცა სახელმწიფოს, სადაც 460-ზე მეტი ქართული ჯიში არის შენახული და ეს ჯიშები უკვე მომავალში იქნება ხელმისაწვდომი ყვველა მეურნისთვის, რომელიც მოისურვებს ტრადიციული ავთენტური ქართული ჯიშების განვითარებას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ვარძიის კომპლექსის გარშემო სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღდგენა მიმდინარეობს: „როგორიც არის მაგალითად სოფელი ჭაჭყარი, ისტორიული სოფელი, რომელსაც გააჩნდა სამეურნეო ფუნქცია ვარძიის კომპლექსის მომარაგების. ჩვენ დავიწყეთ კერძო სექტორთან ერთად ასევე, თი-ბი-სი ჯგუფი და არქიტექტურული კომპანია „არსი“ არიან ჩართული ამ პროექტში. ჩვენ მათთან ერთად ვახდენთ ისტორიული, ქვაში გამოკვეთილი საწნახელების სოფლის აღდგენას, სადაც იქნება აგროტურიზმი განვითარებული ასევე და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ნაგებობა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ადამიანები დავაბრუნოთ ამ სოფელში და იქ იცხოვრონ ადამიანებმა და განავითარონ ეს ისტორიული მეურნეობა, რომელიც მართლაც და არის უნიკალური და არის ერთ-ერთი მარგალიტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის. ამას გარდა, ვარძიის გარშემო მომდინარეობს არაერთი ასეთი სამუშაო. ჩვენ, მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტროში გავაკეთეთ ვარძია-ხერთვისის მთლიანი, გენერალური დაგეგმარება იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული ამ ტერიტორიაზე და მომავალი განვითარება მოხდეს კანონზომიერად, რათა არ დაირღვეს კულტურული ლანდშაფტი და შემოინახოს პირვანდელი სახით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვარძიის კომპლექსის 4-წლიანი შენახვა-განვითარების გეგმა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ფონდ „ქართუსთან“ ერთად. ვარძიის კომპლექსის მთლიანად, სამეცნიერო დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით შენახვა-განვითარების გეგმის შემუშავება ხდება და ამ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ვარძიის კომპლექსს დაიცავს როგორც ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან, ასევე მისი განვითარების გეგმაზომიერ, დროში გაწერილ გეგმას შეიმუშავებს. ეს ნამდვილად მისასალმებელია და კულტურის სამინისტროს მინდა მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმისთვის და რა თქმა უნდა ფონდ „ქართუს“. ჩვენი ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება ეს პროექტი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)