2016-06-03 22:40:12, 543 ნახვა
სპეციალური ანონსი
4 ივნისის სპეციალური ანონსი
4 ივნისს 09:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასტუმრო „ქორთიარდ მარტიოტში“ საერთაშორისო სემინარს გახსნის.
4 ივნისს, 10:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ტექნოპარკში, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამერიკელ პროფესორებს, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დისციპლინებით დაინტერსებულ აბიტურიენტებს შეხვდება და სამეცნიერო STEM აკადემიას გახსნილად გამოაცხადებს.
4 ივნისს, 11:30 საათზე, ახალციხეში, დასუფთავების აქცია გაიმართება, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.
შეკრების ადგილი: ახალციხე, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (II კორპუსი), რუსთაველის ქ. №112. შეკრების დრო 11:00 საათი
საკ. პირი: გიორგი მამფორია +995 32 275 19 03/04, 591219911
4 ივნისს, 11:30 საათზე, შუამთაში, დასუფთავების აქცია გაიმართება, რომელშიც თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეკრების დრო და ადგილი: 11:00 საათი, თელავი, იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო. ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N 1
საკ. პირი: ვერიკო ხომერიკი + 995 32 275 19 03/04, 577080086
4 ივნისს, 11:30 საათზე, ჩაქვში, დასუფთავების აქცია გაიმართება, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სკოლის მოსწავლეები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეკრების დრო და ადგილი: 11:00 საათი, ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეზო, ნინოშვილის ქ. 35
საკ. პირი: ვახო ქოჩორაძე +995 32 275 19 03/04, 599257694
4 ივნისს, 13:00 საათზე, ახალქალაქის კულტურის ცენტრში, ქართველი მწერლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
4 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტში, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების სპეციალური საბჭო ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტის - ,,ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, შენიშვნებს წარადგენს
მის.: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში: გუდიაშვილის ქუჩა N7.
4 ივნისს, 13:00 საათზე, ასპინძის რაიონში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე მესხური ტერასების ტერიტორიაზე ვაზის პირველ ნერგებს ჩაყრიან.
4 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ყოველწლიურ ჩემპიონატი გაიმართება ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ჩემპიონატი ქალ და მამაკაც სპორტსმენებში საქართველოს ხუთი რეგიონის 30 მონაწილეთა შორის გაიმართება.
მის.: გ. ლეონიძის ქ. #11 (ა.ხორავას სახელობის თეატრი)
საკ. პირი: დიმიტრი ქათამაძე 595 202 203
4 ივნისს, 19:00 საათზე, ქუთაისში ოპერის თეატრში პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს.
საკ. ტელ.: 599 13 42 13
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან