08:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 22:09:13, 1150 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონი: ტრამპის გამარჯვება მხოლოდ კრემლს გაახარებს

"ტრამპის გამარჯვება კრემლს გაახარებს" - ამის შესახებ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოსაზრებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვება მხოლოდ კრემლსა და ოფიციალურ პეკინს გაახარებს.

"მოსკოვს და პეკინს ჩვენი მოკავშირეების შურთ, რადგან მათი საპირწონე არაფერი აქვთ. ამ ქვეყნებს გაუხარდებათ, თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც აშშ-ის ძლიერებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. თუ ტრამპი თავისას გაიტანს, კრემლში ზეიმს მოაწყობენ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს",- განაცხადა კლინტონმა.

განცხადებას დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლინტონი ნდობას საერთოდ აღარ იმსახურებს და ის დაპატიმრებული უნდა იყოს, რადგან სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, სამსახურეობრივ ელექტრონულ წერილებს პირადი სერვერიდან აგზავნიდა და ამით ამერიკის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics