|
2016-06-03 17:01:28, 1173 ნახვა
სამართალი კომენტარი
ნათია გუჯაბიძე: თაღლითად რომ დავკვალიფიცირდე, სისხლის სამართლებრივი განაჩენი უნდა არსებობდეს
სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა ნათია გუჯაბიძემ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. გუჯაბიძის თქმით, იმისათვის, რომ ის თაღლითად დაკვალიფიცირდეს, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი, რაც მოსამართლისვე მტკიცებით, ბუნებაში არ არსებობს. "მეორე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამავე დროს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ არანაირი სისხლის სამარლრებივი დევნა არათუ ახლა, არამედ ჩემი 11 წლიანი სამოსამართლეო მოღვაწეობის მანძილზე, არასოდეს არ მიმდინარეობდა. რაც შეეხება საკუთრივ ამ განცხადების სიმძიმეს, მიმაჩნია, რომ ყველა ეს ცრუ ბრალდება მიმართულია როგორც ჩემი, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის, ისე მთელი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მიზნით",-განაცხადა ნათია გუჯაბიძემ. გუჯაბიძემ ზოგადად მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უწოდა სიცრუე, თუმცა კონკრეტულად არ უსაუბრია, სახელმწიფოს ხარჯზე უხდიდა თუ არა ბინის ქირას საკუთარ ოჯახს. ამწუთებში სასამართლოს სააპელაციო სარჩელთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი პაატა სალია წარუდგენს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა. მანამდე კი, მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა. კოლეგიამ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე - 100 ლარით, თამთა მურადაშვილი - 300 ლარით, დიმიტრი საძაგლიშვილი კი, 500 ლარით დააჯარიმა. "რუსთავი2"-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)