|
2016-06-03 15:37:04, 1099 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება
სოფელ ალამბარი-ტაკიძეების საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგო. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაოები 2300 მეტრი სიგრძის გრუნტის გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. სამუშაოებს, რომლის საერთო ღირებულება ტენდერის მიხედვით 471 027 ლარია, შპს „მეგაკონტრაქშენი" ასრულებს. სამუშაოები მომავალი თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. „ამ დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოასფალტებულია 8 470 მეტრი სიგრძის გზა 6 მიმართულებით და დარჩენილია 7 მიმართულება, სადაც საფარი 20 513 მეტრზე უნდა დაიგოს. ა.ა.რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2016 წლის გეგმის მიხედვით, ოთხი ათეული ობიექტის კეთილმოსაწყობად 22 738 160 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია 11 ახალი ხიდის მშენებლობა და 17 ხიდის რეაბილიტაცია. 151 ახალი საყრდენი კედლის და 4 დამცავი ზღუდარის მშენებლობა. სამელიორაციო სისტემების არხების რეკონსტრუქციისთვის კი 706 880 ლარია გამოყოფილი“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)