16:37 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 22:42:36, 469 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 მაისის სპეციალური ანონსი

3 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების შესახებ კონფერენცია ჩატარდება. 

3 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
მის.: თბილისი, თავისუფლების მოედანი 4.

3 ივნისს, 11:00 საათზე, გლდანის რაიონში, რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება. 
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრები.
მის.: მუხიანის დასახლება მე-4 მ/რ მიმდებარე ტერიტორია
საკ. პირი: ნინი მთვარაძე - 598 14 11 51

3 ივნისს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში, ,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2016 ”გაიხსნება.

3 ივნისს, 12:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. 

3 ივნისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: ”ახალი სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“ გამოცხადება” 
მის.: ივ. მაჩაბლის ქ. N13

3 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ”კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების გამო შარტავას ქუჩის დაზარალებული მცხოვრებლები”. 
მის.: თავისუფლების N2

3 ივნისს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს. 
მის.: აღმაშენებლის გამზირი #61 

3 ივნისს, 14:00 საათზე, აბანოების წარმომადგენლები სემეკ-ის ოფისთან პროტესტის ნიშნად წყალს დაღვრიან. 
მის.: მიცკევიჩის #19

3 ივნისს, 17:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბრიგინგს გამართავს.
თემა: ”საქართველოში პელეს, ტურისტული ჯგუფების ვიზიტისა და ქვეყნისათვის კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განსახორციელებლად, - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და „ქართუ“ ფონდში შექმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ნიკოლოზ პატარქალიშვილი ღია წერილით მიმართავს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს”.

3 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მთავარი სხდომის წინა მოსამზადებელი, სასამართლო სხდომა გაიმართება. 

3 ივნისს, 18:00 საათზე, კინოთეატრ ”ამირანში“, ახალი დოკუმენტური ფილმის -„პური და სანახაობა“ პრემიერა გაიმართება.

3 ივნისს, 18:00 საათზე, ქორეოგრაფიული დასი „არტ თბილისი მეიდანი“ შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. 
მის.: თბილისი, ი. ვეკუას #8
საკ.: მარიამ ყარყარაშვილი 577 37 95 90

3 ივნისს, 19:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის ლირიკულ-კომიკური ოპერის “პირველი სიყვარულის” პრემიერას წარმოადგენს.

3 ივნისს, 19:00 საათზე, ახალციხეში, რაბათის ციხეზე, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს.
საკ. ტელ.: 599 13 42 13

3 ივნისს, 19:00 საათზე, მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი: ”პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან” გაიმართება.
თემა: ”პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა ადგილობრივ ინვესტიციებზე (ჩათრევისა და გამოდევნის ეფექტი)”
მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე
მის.: შიო ჩიტაძის ქ. 3ა 
საკ. ტელ.: 593 13 18 11

3 ივნისს, 20:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ქვესადგური მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი და მთავრობის წარმომადგენლები .
მის.: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი (სენაკი-ფოთის საავტომობილო მონაკვეთის მე-9 კმ.) 
საკ. პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი - 599 56 18 47

3 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრი ცნობილ თეატრისა და კინოს მსახიობს მაქსიმ ავერინს მასპინძლობს. 

3 ივნისს, 22:00 საათზე, ფესტივალის ახალი ვენიუ Freedom Warehouse თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერს და არტისტს Christian löffler-ს და Alex Niggemann-ს უმასპინძლებს. 
საკ. პირი: ნიკა დვალიძე - 5 99 30 14 10





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics