05:49 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 21:14:53, 743 ნახვა

პოლიტიკა
ექს-პრემიერი: ჩემი ძალაუფლება ხალხის ნდობაა და სანამ ეს გამაჩნია, თავს ვალდებულად ვთვლი ამ ხალხს ვემსახურო

ჩემი ძალაუფლება არის ხალხის ნდობა და სანამ ეს ნდობა გამაჩნია თავს ვალდებულად ვთვლი ამ ხალხს ვემსახურო, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ გადაცემა ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში მოსვლა მისთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა ეს ნაბიჯი მან ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადადგა.

„ერთი გუნდის და ერთი კაცის ხელში იყო ქვეყანა, ყველაფრის უფლება ჰქონდა ერთ კაცს და ერთ გუნდს. ასეთ გაუსაძლის სიტუაციაში, როცა მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო, რომელიმე პარტიის მხარდაჭერით ხელისუფლების შეცვლა, გადავწყვიტე და მოვედი. პოლიტიკაში მოსვლა ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics