|
2016-06-02 15:23:49, 518 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: არჩევნების შესახებ ეუთოს პირველი ანგარიში უაღრესად კრიტიკულია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეუთოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისის 2016 წლის საქართელოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის საჭიროებათა პირველ შუალედურ ანგარიშს ეხმაურება. მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერაც არ დაწყებულა, ისეთი მაღალი ავტორიტეტის საერთაშორისო ორგანიზაცია როგორიც ეუთოა უკვე აფიქსირებს მწვავე პრობლემებს პრაქტიკულად ყველა საკვანძო მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ ანგარიში კორცხელის თავდასხმამდე დაიწერა. ხალხის მხარდაჭერის იმედის არქონის გამო, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს. ყველა მისი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. ქართველი ხალხი უმტკივნელოდ და ცივილიზებულად მის უნიათო გუნდს უნდობლობას გამოუცხადებს. კერძოდ, ანგარიში იზიარებს ჩვენი და სხვა ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ მოხდა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მათემატიკური გამოთანაბრება, ოლქების უშუალო საზღვრების განსაზღვრის პროცესი მოხდა გაუმჭვირვალედ და არ გაითვალისწინა ეუთოს წინა რეკომენდაციები. დოკუმენტში ასევე საუბარია რომ რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროეცსები ემუქრება არხის უნარს შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ასევე აღნიშნულია შესაძლო ზეწოლა ცნობილ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებზე. ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში 210 ახალი წევრის დანიშვნის გაუმჭვირვალობა. ენმ და სხვადასხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ აღნიშნავდნენ რომ ა.წ. 4 თებერვალს ჩატარებული კონკურსის შედეგად საოლქო კომისიებში მმართველ ძალასთან უშუალოდ დაკავშირებული ათეულობით წევრი დაინიშნა. პრობლემადაა მიჩნეული ნდობის ნაკლებობა სასამართლო სისტემის მიმართ ისევე როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის უნარი მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება დარღვევებზე. ანგარიშში საუბარია რომ რეგიონებში არსებობს საარჩევნო კამპანიის პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის, ამომრჩეველთა დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)