22:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 15:15:02, 814 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა და ქართულ ბაზარს ახალი, საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შეემატა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა,  ეს არის უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია, სადაც „აწარმოე  საქართველოში“ პროგრამის თანადაფინანსებით 240 ათასი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა,  როდესაც ცოდნა და სახელმწიფოს ხელშეწყობა ერთად ქმნის სამუშაო ადგილებს. კომპანია ძალიან წარმატებულია, აქვს გაფართოების გეგმები, რის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ პატარა ფილიალს,კაფეების სახით.   ქალაქის მასშტაბით კი   ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მწარმოებელს, ყველა ადამიანს,  ვისაც კარგი იდეა გააჩნია, ისარგებლონ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით იმისათვის, რომ მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, როგორც  საწარმოს დირექტორმა დავით შანიძემ აღნიშნა,  საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ,  დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნა.

„ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც. ქსელის შესაქმნელად თბილისის სხვადასხვა უბანში 7-8 ფილიალის ამოქმედება იგეგმება“,- განაცხადა შანიძემ.

შპს „ბროტმაისტერი“, რომელიც ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანია, სოფელ დიღომში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით ახალი საწარმო გახსნა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური  მოცულა 240 000 აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რიცხვი კი 35 ადამიანს უტოლდება, რასაც ახალი ობიექტების შედეგად კიდევ 20 ადამიანი შეემატა.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ საწყის ეტაპზე დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნაც, ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც, რასაც ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა უბნებში დაემატება მსგავი ტიპის რამდენიმე მაღაზია. ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის  გახსნა.

ცნობისთვის, 2014 წელს თბილისში, დიდ დიღომში, საწარმოსთვის 150 კვ.მ შენობა აშენდა, რომელიც დღეისთვის უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე დანადგარით და მზადაა სრული დატვირთვის ფუნქციონირებისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD)  ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ.

საწარმოს გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე მინისტრის მოადგილე  ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია დაესწრნენ.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics