18:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 12:27:23, 954 ნახვა

სამართალი
შოთაძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ტყუილია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი ინფორმაცია, განცხადება,ან საჩივარი არ შესულა.

შოთაძის თქმით, შესაბამისად, გამოძიება და მითუმეტეს სისხლის სამართლებრივი დევნა აღნიშნული მოსამართლის მიმართ არ მიმდინარეობს./p>

"ეს არის ტყული. ინფორმაციის,თითქოს და ჩვენ  ვახორციელებთ დევნას მოსამართლის მიმართ, გავრცელების მიზანი პროკურატურის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა", - განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გავარამიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მოსამართლე თაღლითობისთვის იდევნება.

მისი განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს 2014 წელს გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა საცხოვრებელი თბილისში და სამოსამართლო საქმის განხორციელებისთვის ჭირდებოდა ანაზრაურება. გვარამიას განცხადებით, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ მას [ნათია გუჯაბიძეს] ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან.

აქვე გვარამია დასძენს: „ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამ ინფორმაციით მიმდინარეობს ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე“, - განაცხადა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ნათია გუჯაბიძე „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლეა. საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია იხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics