|
2016-06-02 11:56:38, 688 ნახვა
პოლიტიკა
„2012 წლის შემდეგ, პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური“, - შსს პოლიციელის დღეს აღნიშნავს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილიოთ პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. მანვე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც პოლიციის წინაშე იყო. განაცხადა, რომ შსს-მ კრიმინალს უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა. "დღეს როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად და ჩვენი მისიის კეთილსინდისიერად შესრულებით, ჩვენ თავდადებით ხელი შევუწყოთ საქართველოს სტაბილურობასა და განვითარებას. ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე კარგად მესმის, რომ პოლიციელების ერთიანობით ძალას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას. ამ მიზნით ჩვენ გავაღრმავებთ, თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვითარდებით, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს და ჯეროვნად გავუმკლავდეთ, არსებულ გამოწვევებს. ჩვენთვის მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოს პოლიცია, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტირებული. 2012 წლის შემდეგ, პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. პოლიციის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, ტექნიკა და აღჭურვილობა წარადგინა. გიორგი მღებრიშვილმა გამორჩეულ თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელი წოდება მიანიჭა, ამასთან სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები პირადად გადასცა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ვაჟთა გუნდი „მართვე“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარსდგებიან. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები. ასევე სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)