|
2016-06-01 21:46:18, 547 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან შეხვედრები გამართა
ნიდერლანდების სამეფოში, ქ.ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრები გამართა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან- მიხილ სერვაესთან (ლეიბორისტული პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე) და ჰან ტენ ბრუკესთან (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე). შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას. შეხვედრებზე, აგრეთვე, ისაუბრეს ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება, იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები და გამახვილდეს ყურადღება ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. „ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება. საქართველო არის პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ნატო-სა და ევროკავშირისთვის და ეს ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში მონაწილეობითა და ევროპული უსაფთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში წვლილის შეტანით," - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში (Hague Institute for Global Justice) სიტყვით გამოსვლისას. საჯარო ლექცია და დისკუსია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე, ასევე, 1 ივნისს, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ჰააგის ანალიტიკური და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცების მიზნით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმების წარმატების განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი კრებული „Georgia's European Way's" წარუდგინა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ ღონისძების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)