2016-06-01 21:41:23, 569 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 3 - 4 ივნისს დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 3 - 4 ივნისს დაინიშნა, ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა თანდართული დღის წესრიგით, რომელშიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარმდგენილი საკითხების განხილვა - მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის კანდიდატურის დამტკიცებისა და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე მოტივირებული შენიშვნების საკითხები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან