2016-06-01 19:10:56, 735 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპოდენტი რიკარ იოზვაკი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითზე ევროკავშირის ელჩები შემდეგ კვირას იმსჯელებენ.
"ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. დისკუსია შემდეგ კვირას გაიმართება" - განაცხადა რიკარ იოზვაკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დღეს ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი იმსჯელეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან