14:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 16:10:00, 662 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობამ ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გამართა

 ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბურთალოს რაიონში ცენტრალური ღონისძიებები ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  საცირკო წარმოდგენები, ანიმატორების შოუ, საბავშვო სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი, სახეზე ხატვა, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა და კიდევ - ეს სანახაობა გოძიაშვილის პარკში მისული სტუმრებისათვის მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. პატარა სტუმრებისათვის მოეწყო ფერადი ატრაქციონები. 

მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სპეციალური საჩუქრები გადაეცათ რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს. პარკში მისულ პატარებს უფასო ნაყინით კომპანია „თოლია“, ხოლო სპეციალური მენიუთი „მაკდონალდსი“ გაუმასპინძლდა.
ღონისძიებას ესწრებოდა გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე, რომელმაც ყველა პატარას მიულოცა მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.

„საბურთალოს რაიონის გამგეობის სახელით, ყველა პატარას მინდა მივულოცო ბავშვთა საერთაშორისო დღე.ამ არაჩვეულებრივი ღონისძიებებით, მრავალფეროვანი შოუ-პროგრამით, ჩვენ კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ჩვენს პატარებს,“ - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics