|
2016-06-01 15:16:05, 545 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად ზოოპარკს ესტუმრა, სადაც საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკის - „მაბუჰაი“-ს გახსნის ცერემონიას დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ზოოპარკები სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად გვეხმარებიან და ეტაპობრივად ივსება პარკი, ლამაზდება. “ყველას გვახსოვს 13 ივნისი და სტიქია, რომელმაც ზოოპარკი მნიშვნელოვნად დააზიანა, განადგურდა ცხოველები, დაზიანდა ზოოპარკის ტერიტორია, მწვანე ნარგავები. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ, როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების, ფიზიკური პირების და ბიზნესმენების აქტიური ჩართულობით გაიწმინდა ტერიტორია და დაიწყო მისი კეთილმოწყობის სამუშაოები. აღდგა ვოლიერების ის ნაწილი, რომელიც გვჭირდებოდა დამატებით ცხოველების დასაბინავებლად. ჩვენი პარტნიორი ზოოპარკები სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად გვეხმარებიან და ეტაპობრივად ივსება პარკი, ლამაზდება. დღევანდელ დღეს დაემთხვა ახალი სივრცის შექმნაც. ჩვენი ფილიპინელი პარტნიორების მხარდაჭერით პატარებისთვის დღეს ახალი პარკი გავხსენით,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. ახლადგახსნილი მინიპარკი „მაბუჰაი“ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალის კონსტრუქციებით მოწყობილი გასართობი სივრცეა. პარკი ღია ცის ქვეშ მდებარეობს და მისი დაარსების ინიციატივა საქართველოს საპატიო კონსულს ფილიპინების რესპუბლიკაში ტელმო კუნანანს, ასევე, თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ეკუთვნის. პროექტი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) დაფინანსებით განხორციელდა. „მაბუჰაი“ ზოოპარკში მისულ პატარებს დღეს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, ზოოპარკს ახალი ცხოველებიც შეემატა და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკი მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს. პროგრამა 20:00 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ტურნირი თოკების პარკში, მხიარული სტარტები, სამაგიდო და გუნდური თამაშები, კონკურსები, ხატვა, ძერწვა, საცირკო წარმოდგენები, ილუზიონისტის შოუ, ანიმაციური ფილმების ჩვენება, თოჯინების თეატრი და სხვ.ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „ცხოველები და ადამიანი“. დღის განმავლობაში ზოოპარკის სტუმრებსგიგანტური ხილის ფიგურები გაახალისებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)