14:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 13:31:28, 556 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში DTRA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმარათა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებების წარმომადგენლები შედიოდნენ, საფრთხის შემცირების სააგენტოს უმაღლესი წარმომადგენელი,  გერი ბლორი ხელმძღვანელობდა.

უწყების ინფორმაციით,   აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში  "ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა" (CBEP) ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული პროგრამის მიმდინარე სტატუსი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ აშშ-სთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ „CBEP საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადამიანთა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით მოხდა 11 ლაბორატორიის შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა;   ჩამოყალიბდა ძლიერი კვლევითი ბაზა და  შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული ქსელი;  ლაბორატორიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით,  ჩატარდა არაერთი ტრენინგი თუ სემინარი. 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს უმაღლესმა წარმომადგენელმა, გერი ბლორმა პროგრამას  წარმატებული უწოდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი  ირაკლი გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე და  აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics