2016-06-01 13:27:50, 740 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე ბუკიას: პოლიტიკაში წყევლა ვინ გასწავლა? - დაპირისპირება პარლამენტში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატები გიგა ბუკია და გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კომიტეტის სხდომაზე, ე.წ გერმანული მოდელის განხილვა მიმდინარეობს.
ბუკია ვაშაძის პოზიციებს არ დაეთანხმა და მიმართა - "მაგ სიმართლით გევლოს შენ".
აღნიშნულს ვაშაძე გამოეხმაურა და მიმართა, რომ დღეს, ის ყველას ეჩხუბება.
„პოლიტიკაში წყევლა ვინ გასწავლა? მეუბნები, მაგ სიმართლით გევლოს შენო და ბარემ, ჯადო გამიკეთე", - მიმართა ვაშაძემ ბუკიას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან