14:34 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 12:39:19, 614 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საკრებულოსა და  სამშენებლო კომპანია ,,გიკო’’-ს წარმომადგენელთან ერთად ჩადო.

მათივე ცნობით, თბილისის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მათთვის თბილისის მერია 10 ახალი ბაღის მშენებლობას იწყებს.

„ათივე ბაღის მშენებლობა დაიწყება ზაფხულში და მომდევნო წლისთვის დასრულდება. ამაზე კარგ საჩუქარს ჩვენ  ბავშვებს  ვერ გავუკეთებდით.  ქალაქში, საბავშვო ბაღებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, ბაღების მშენებლობა არის  ნომერ პირველი  ჩვენი ამოცანა და მას  ღირსეულად ვასრულებთ.  სულ უფრო მეტ ბავშვს გავუჩენთ იმ სივრცეს, რაც  მათ ნორმალური აღზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაშლიჯვრის ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წლის პირველ ნახევარში შევა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის 2 194 868 ლარია გათვალისწინებული.

საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში ჩართვას, დამატებით, 350-მდე  ბავშვი შეძლებს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics